LIVE

საბერძნეთი აუცრელებისთვის კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს

25 აგვ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1218
საბერძნეთი აუცრელებისთვის კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამოაცხადა რეგულაციები, რომლებიც იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც Covid-19-ის ვაქცინით აცრილი არ არიან.  

ახალი რეგულაციებით, ის პირებს, ვინც კერძო და საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები და არ აქვთ ვაქცინაციის ან კოვიდის გადატანის მოწმობა, კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯებით ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ პირი ტურიზმის სფეროში, რესტორანში, კაფეში, ბარში, გასართობ ცენტრში, ასევე სკოლაში ან უნივერსიტეტში მუშაობს, მას სწრაფი ტესტის გაკეთება კვირაში ორჯერ მოუწევს.  

ამასთან, დახურულ გასართობ და დასასვენებელ ადგილებში, რესტორნებში, ბარებში და კაფეებში მხოლოდ ვაქცინირებული ან ახლახან გამოჯანმრთელებული მომხმარებლები დაიშვებიან. 

ტესტები ჩატარდება კერძო დაწესებულებებში და მისი ფასი იქნება 10 ევრო ყველასთვის, გარდა სკოლის მოსწავლეებისა, რომლებსაც ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ. 

არავაქცინირებულ ადამიანებს დახურულ კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, მუზეუმებსა და სპორტული შესვლა შეეძლებათ დარბაზებში მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული ნეგატიური სწრაფი ტესტის საფუძველზე. მინისტრების თქმით, დაწესებულებებს უფლება ექნებათ სივრცეში მხოლოდ ვაქცინირებული მომხმარებლები დაუშვან. 

პირბადეების გამოყენება სავალდებულოა როგორც დახურულ ისე ღია სივრცეში, ხალხმრავალ ადგილებში.

ვაქცინაციის და კოვიდისგან განკურნების დამადასტურებელი საბუთი ასევე საჭიროა თვითმფრინავით, მატარებლით, ნავით ან საქალაქთაშორისო ავტობუსით მგზავრობისათვის 12 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. 5-12 წლის ბავშვებისთვის მისაღებია თვითტესტირების შედეგი, რომელიც ატვირთულია მთავრობის ვებგვერდზე.

ჯანდაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი  ამბობს, რომ ზომები არ არის სადამსჯელო, არამედ სახელმწიფო მოქმედებს პასუხისმგებლობის შესაბამისად. 

"ჩვენ ვალდებულნი ვართ იმ მილიონობით მოქალაქის წინაშე, რომლებმაც პანდემიის 18 თვე საკუთარი თავსა და თანამოქალაქეებზე ზრუნვით, დიდი სიფრთხილით გაატარეს,  ვალდებულები ვართ მათ მიმართ, ვინც კვირების განმავლობაში პაციენტებზე ზრუნვით ღამეებს ათენებენ, ვინც დახურეს მაღაზიები და დაკარგეს სამსახურები ამ უდიდეს პანდემიაში., ვინც მუშაობდა და სწავლობდა დისტანციურად”,- თქვა მინისტრმა. 

რეგულაციები ძალაში 13 სექტემბერს შევა და 31 მარტამდე გაგრძელდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია