ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 58 ადამიანი გარდაიცვალა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა, მათ შორის 33 312 ანტიგენის და 20 435 PCR ტესტით.
რაც შეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.52%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.57% იყო.
ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 528 043-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 6949 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი - 2 030
- აჭარა - 599
- იმერეთი - 598
- ქვემო ქართლი - 333
- შიდა ქართლი - 331
- გურია - 111
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336
- კახეთი - 446
- მცხეთა-მთიანეთი - 114
- სამცხე-ჯავახეთი -90
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762-ია, მათგან 7 356 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 24 აგვისტოს 28 196 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებულია 318 912 პირი- მოზრდილი მოსახლეობის 11.2%. სულ ჩატარებულია 1 038 292 აცრა, ხოლო 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.