LIVE

მსოფლიოში აცრების რიცხვმა 5 მილიარდს გადააჭარბა

25 აგვ 202110:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 783
მსოფლიოში აცრების რიცხვმა 5 მილიარდს გადააჭარბა
Sirachai Arunrugstichai/Getty Images

Bloomberg–ის სტატისტიკით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს 183 ქვეყანაში 5.02 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა

გლობალურად, ბოლო ვაქცინაციის დღიური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 36,4 დოზაა. ამ ტემპით, მსოფლიოში მოსახლეობის 75%-ის დაფარვას კიდევ 6 თვე დასჭირდება.

ამ დროისთვის გლობალურად სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 32.7%. თუმცა განაწილება ქვეყნებს შორის თანაბარი არ არის. მაღალშემოსავლიანი ქვეყნები და რეგიონები მოსახლეობას 20-ჯერ უფრო სწრაფად ცრიან, ვიდრე ამას ყველაზე ღარიბები ახერხებენ. 

NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში 1 მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა. 24 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 306 151 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.7%. 

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3. 

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც. 

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის შესაძლებელია ბინაზე ვაქცინაცია. სერვისისთვის დარეკეთ ნომერზე 15 22.

სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.