LIVE

Walt Disney-მ "შავი ქვრივის" გაქირავებიდან $125 მილიონი მიიღო

22 აგვ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
Walt Disney-მ "შავი ქვრივის" გაქირავებიდან $125 მილიონი მიიღო

Walt Disney-მ "შავი ქვრივის" გაქირავების შედეგად $125 მილიონის შემოსავალი მიიღო. ფილმმა, რომელმაც სკარლეტ იოჰანსონის სარჩელი გამოიწვია, მარველის სხვა პროდუქტებს აჯობა. ახალი რიცხვები პარასკევს სასამართლოში გამოქვეყნდა.

იოჰანსონმა უჩივლა Disney-ს, რადგან კომპანიამ ფილმი ერთდროულად გამოუშვა კინოთეატრებსა და ინტერნეტში. იოჰანსონმა თქვა, რომ მისი კომპენსაცია დიდწილად იყო დამოკიდებული კინოს ბილეთების გაყიდვებზე დაფუძნებულ პრემიებზე და რომ ონლაინ გამოშვებამ ეს შემოსავალი შეამცირა.

Disney-მ მსახიობს უპასუხა და განაცხადა, რომ მსახიობს უკვე გადაეცა $20 მილიონი. დამატებით, კომპანიამ პარასკევს განაცხადა, რომ სკარლეტ იოჰანსონს ონლაინ შემოსავლის ჩართვა ბონუსების გამოთვლებში შესთავაზა, თუმცა ამის ვალდებულება მათ არ ჰქონდათ.

“რატომ ეშინია Disney-ის ამ საქმის საჯაროდ განხილვის? რადგან იცის, რომ "შავი ქვრივის" ტიპიური თეატრალური ჩვენება იყო იმის უზრუნველყოფა, რომ Disney არ მოახდენდა სალაროების ხარჯზე Disney+ აბონენტების გაზრდას. თუმცა, ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა და ჩვენ ველოდებით უდაო მტკიცებულებებს ამის დასამტკიცებლად”, - განაცხადა იოჰანსონის ადვოკატმა, ჯონ ბერლინსკიმ.

ჰოლივუდში ამ საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს, რადგან კინოსტუდიები სულ უფრო ხშირად ავრცელებენ ფილმებს ინტერნეტში. ეს მათ პოტენციურ კონფლიქტში აყენებს მსახიობებთან და სხვებთან, რომლებიც ანაზღაურებას კინოს შემოსავლის ხარჯზე იღებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ პალმერი