LIVE

FDA ორშაბათს Pfizer-ის ვაქცინის სრული ავტორიზებისთვის ემზადება

21 აგვ 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 2653
FDA ორშაბათს Pfizer-ის ვაქცინის სრული ავტორიზებისთვის ემზადება
Roger Kisby/Bloomberg

შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მომავალი კვირის დასაწყისში Pfizer-ის ვაქცინას სრულ ავტორიზაციას მიანიჭებს. სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას ორშაბათს ან სამშაბათს მიიღებენ. ამჟამად Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში საგანგებო ნებართვის საფუძველზე გამოიყენება.

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, სრული დამტკიცების თხოვნით FDA-ს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართა. მას სჯერა, რომ გადაწყვეტილება შეამსუბუქებს ეჭვებს ვაქცინის შესახებ და ასევე უფრო მტკიცე საფუძველს მისცემს კომპანიებსა და სკოლებს, მოითხოვონ ვაქცინაცია.

“ვთხოვ მათ, ვინც არ არის აცრილი: დაფიქრდით. ღვთის ნებით, FDA გონივრულ ვადაში გამოაცხადებს, რომ ეს ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა”, - აცხადებდა ჯო ბაიდენი მიმდინარე თვეში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი