LIVE

როდის დაიწყება მოზარდების აცრა? - გამყრელიძის პასუხი

18 აგვ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2025
როდის დაიწყება მოზარდების აცრა? - გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭო განიხილავს ვაქცინაციის დაწყებას 12 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებში. როგორც გამყრელიძე ამბობს, დაელოდებიან "მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა" და სხვა რეგულატორების რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. 

"ვადასტურებ, რომ მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე. ამ თვალსაზრისით ველოდებით "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის" რეკომენდაციას, სადაც იგივე საკითხი იხილება. მოგეხსენებათ, ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლის დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან და ზემოთ მოზარდებს, ძირითადად "ფაიზერით" და "მოდერნათი". ჯერჯერობით ამ ორი ვაქცინით, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკის მოზარდებისთვის დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია. ველოდებით "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა" და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ თანდათან ამ ასაკის მოზარდების აცრას",- აცხადებს გამყრელიძე.