ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა, Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ქვეყნის მასშტაბით, სამდღიანი “ლოქდაუნი” გამოაცხადა.
თებერვლის შემდეგ, ახალ ზელანდიაში Covid-19-ის შემთხვევა პირველად დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წელს გადაცილებული არავაქცინირებული მამაკაცი ოკლენდიდან. მისი ინფიცირების ვადა ითვლება 12 აგვისტოდან, როდესაც მამაკაცი სრულად აცრილ ცოლთან ერთად შაბათ-კვირას კორომანდელის რეგიონში ხალხმრავალ პაბს რაგბის თამაშის საყურებლად ეწვივნენ.
ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ინფიცირებულია დელტა შტამით, რამაც ქვეყნის მასშტაბით, განგაში გამოიწვია. ამჟამად მიმდინარეობს ინფიცირებულის კონტაქტების გამოკვლევა.
ე.წ. განგაშის მე-4 დონის თანახმად, დაიხურება ყველა სკოლა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და ბიზნესის უმეტესობა. მოსახლეობას მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და აუცილებლობის შემთხვევაში, ქუჩაში გამოსვლისას ატარონ პირბადე. მუშაობას განაგრძობენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები.
ლოქდაუნი ოკლენდსა და კორომანდელში შვიდი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტრეისი უიზერსი