LIVE

ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის მოქალაქეებს "ბუსტერს" სექტემბრიდან შესთავაზებს

17 აგვ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1261
ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის მოქალაქეებს "ბუსტერს" სექტემბრიდან შესთავაზებს
Reuters

აშშ მოქალაქეებისთვის Covid-19-ის ვაქცინის “ბუსტერი” დოზის შეთავაზებას აპირებს. 

გეგმა, რომელზეც ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლები ამჟამად მუშაობენ, მე-2 დოზის მიღებიდან რვა თვეში მე-3, ე.წ.“ბუსტერ” დოზის შეთავაზებას გულისხმობს. ამის შესახებ დაზუსტებული განცხადება ოფიციალურმა პირებმა შესაძლოა, ამ კვირაში გააკეთონ.  

გეგმის დამტკიცებისა და FDA-ს მიერ მე-3 დოზისთვის ავტორიზაციის მინიჭების შემთხვევაში, მოქალაქეების “ბუსტერ დოზით” აცრა სექტემბერში დაიწყება.

მოვლენების ამგვარად განვითარება ნიშნავს, რომ აშშ სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების დონაციის ტემპს შეანელებს. თითქმის 170 მილიონ ამერიკელი სრულად ვაქცინირებულია და ამდენივემ შესაძლოა, ისარგებლოს “ბუსტერით” მომდევნო თვეებში.

ვაქცინაციის ფონზე, აშშ-ში გაზაფხულზე ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ძირითადად არავაქცინირებულ მოსახლეობაში დელტა შტამის გავრცელებამ შემთხვევების კვლავ მატება გამოიწვია. 

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დიდი ხნის წინ აცხადებდნენ, რომ ისინი მოსახლეობისთვის "ბუსტერის" შეთავაზებას გეგმავდნენ, თუმცა გასულ კვირაში აშშ-ის ჯანდაცვის უწყებებმა Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება მხოლოდ იმუნოკომპრომისული პირებისთვის დაამტკიცა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი