LIVE

T-Mobile 100 მილიონი მომხმარებლის მონაცემების სავარაუდო გაყიდვას იძიებს

18 აგვ 202110:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 732
T-Mobile 100 მილიონი მომხმარებლის მონაცემების სავარაუდო გაყიდვას იძიებს
Krisztian Bocsi/Bloomberg

T-Mobile იძიებს მონაცემთა დარღვევის პრეტენზიების ნამდვილობას, რომელიც ითვალისწინებს 100 მილიონზე მეტი ადამიანის პერსონალურ მონაცემებს, რომელთაგან ზოგიერთი ბიტკოინის სანაცვლოდ იყიდება.

“ჩვენთვის ცნობილია იატაკქვეშა ფორუმზე გამოთქმული პრეტენზიები და აქტიურად ვიკვლევთ მათ ნამდვილობას. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს”,- განაცხადა უკაბელო ოპერატორის სპიკერმა.

კომპანია იკვლევს ფორუმის პოსტს, რომლითაც იყიდება 100 მილიონზე მეტ ადამიანთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები - სოციალური დაცვის ნომრები, ტელეფონის ნომრები, სახელები, მისამართები, უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრები და მართვის მოწმობის ინფორმაცია. 

ფორუმის პოსტში კონკრეტულად არ არის დასახელებული T-Mobile, მაგრამ გამყიდველმა თქვა, რომ ის T-Mobile-ის სერვერებიდან არის მიღებული. ფორუმზე გამყიდველი ითხოვს 6 ბიტკოინს - დაახლოებით $270,000-ს - მონაცემების იმ ნაწილზე, რომელიც შეიცავს 30 მილიონ სოციალური უსაფრთხოების ნომერს და მართვის მოწმობას, ხოლო დანარჩენ მონაცემებს ისინი კერძოდ ყიდიან, ნათქვამია მოხსენებაში.

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის შემოსავლების ანგარიშის თანახმად, კომპანიას 104.8 მილიონი მომხმარებლის ბაზა აქვს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკ კუეროლო და იუეკი იანგი