LIVE

4 აგვისტოს საქართველოში 20 845 ადამიანი აიცრა - სამინისტრო

05 აგვ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 2176
4 აგვისტოს საქართველოში 20 845 ადამიანი აიცრა - სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 აგვისტოს საქართველოში 20 845 ადამიანი აიცრა, რაც ქვეყანაში იმუნიზაციის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 5 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 178 077 პირი. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 ვაქცინით მიმდინარეობას იმუნიზაციის პროცესი. 

ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომრებზე 1522 / 144 (3)