“ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების” განცხადებით, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად საჭირო ვაქცინირებულთა წილი უნდა გაიზარდოს.
იმის გამო, რომ დელტა შტამი ორჯერ უფრო ადვილად ვრცელდება, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თუ თვეების წინ ამისთვის 60-70%-ის აცრა საკმარისი იყო, დღეს საჭიროა, რომ მოსახლეობის 80-90% სრულად აიცრას.
ჯოგური იმუნიტეტი ემყარება იდეას, რომ მოსახლეობის გარკვეული პროცენტი ვაქცინირებულია ან ინფიცირების შედეგად იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს. ეს ხელს უწყობს მოსახლეობის ფართო დაცვას და ამცირებს ვირუსის გადაცემას.
CDC-ის მონაცემებით, ამერიკელთა თითქმის 60% კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო დაახლოებით 50% სრულად არის ვაქცინირებულია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემა ქორთი