LIVE

Pfizer-ის ვაქცინამ FDA-ს სრული ავტორიზაცია შესაძლოა სექტემბერში მიიღოს

04 აგვ 202114:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 1744
Pfizer-ის ვაქცინამ FDA-ს სრული ავტორიზაცია შესაძლოა სექტემბერში მიიღოს
Business Formula

აშშ-ის “სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია” მიზნად ისახავს სექტემბრის დასაწყისისთვის Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა ვაქცინის დამტკიცების არაოფიციალურ დედლაინად 6 სექტემბერს ასახელებს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭება მოსალოდნელია ადრეული შემოდგომისთვის.

ვაქცინის დამტკიცების შესახებ განხილვის პროცესი, როგორც წესი, ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ აშშ-ის მარეგულირებელი ცდილობს, რომ ეს პროცესი დააჩქაროს. პარასკევს სააგენტომ დაადასტურა, რომ Pfizer-ის აპლიკაციას მაქსიმალურად სწრაფად განიხილავს. 

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი და მისი გერმანელი პარტნიორი BioNTec-ი კორონავირუსის ვაქცინის პირველი მწარმოებლები არიან, რომლებმაც ვაქცინის სრული ავტორიზაციის მისაღებად FDA-ს მაისის დასაწყისში მიმართეს

ვაქცინამ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2020 წლის ბოლოს მიიღო. 

ვაქცინის სრული ლიცენზიის მისაღებად ამერიკულ მარეგულირებელს Moderna-მაც მიმართა. 

გამოცემები ვარაუდობენ, რომ ვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭება პრეპარატების მიმართ ნდობას გაზრდის და იმუნიზაციის პროცესს დააჩქარებს.