LIVE

საქართველო 1 ჰექტარზე სომხეთსა და აზერბაიჯანზე 3-ჯერ ნაკლებ ხილს აწარმოებს

04 აგვ 202111:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1580
საქართველო 1 ჰექტარზე სომხეთსა და აზერბაიჯანზე 3-ჯერ ნაკლებ ხილს აწარმოებს

1 ჰექტარზე წარმოებული ხილით საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს 3-ჯერ ჩამორჩება.

როგორც ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, 1 ჰექტარზე ხილის მოსავალი საქართველოში 4 ტონას არ აღემატება, მაშინ როცა სომხეთში 11,4 ტონას, ხოლო აზერბაიჯანსა და თურქეთში, შესაბამისად 12,4 და 17.7 ტონას შეადგენს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონო ზამბახიძის განმარტებით, საქართველოში შედარებით მწირ მოსავლიანობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

„რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, კერძოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ფინანსებთან შეზღუდული წვდომა, სასოფლო-სამეურნეო მიწების ზედმეტი დანაწევრება, ცოდნისა და კვალიფიკაციის სიმწირე“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ზამბახიძემ.

მისივე თქმით, არსებული რეალობის შეცვლის ერთადერთი გზა ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე გადის.