თურქეთში ფასების საერთო დონე ივლისში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა და თითქმის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (19%) დონეს მიაღწია, რაც კიდევ უფრო ამცირებს სესხის გაიფების ალბათობას.
ენერგომატარებლების უფრო მაღალმა ფასებმა და ეკონომიკის ხელახალი გახსნის გავლენამ წლიური ინფლაცია 18.95%-მდე გაზარდა.
ინფლაციის მოსალოდნელზე უარესი მონაცემები ცენტრალურ ბანკის მმართველს საჰაპ კავჩიოღლუს ცუდ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ის განიხილავს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მოთხოვნას სესხის აღების ხარჯების შემცირების შესახებ. კავჩიოღლუმ პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს საპროცენტო განაკვეთებს მოსალოდნელ და რეალურ ინფლაციაზე მაღლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები სწრაფად უნდა შემცირდეს. მისი პროგნოზით ეს მხოლოდ ბოლო კვარტალში მოხდება.
ენერგიის გლობალური ხარჯების ზრდა აიძულებს თურქეთის მთავრობას გაზარდოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასები, რაც ენერგეტიკულ სექტორში 21.5%-ზე მაღალ ინფლაციას ნიშნავს. ამ ტრენდის მომსახურების და საქონლის ხარჯებში გავრცელების შანსები კიდევ უფრო იზრდება.
ცნობისთვის, ივლისში რეკორდულად მაღალი, 11.9%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბურჰან იუკსეკასი და კერემ ისაკაია