LIVE

ერთი წლის განმავლობაში ზეთი 92%-ით, შაქარი კი 35%-ით გაძვირდა

03 აგვ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
ერთი წლის განმავლობაში ზეთი 92%-ით, შაქარი კი 35%-ით გაძვირდა

"საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში მზესუმზირის ზეთი 92%-ით გაძვირდა, შაქარი 35%-ით, ხოლო პური 13%-ით.

ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ ქვეყანაში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა.

"საქსტატის" თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 14.1%-ით გაიზარდა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი). 

ამასთან, ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად, 57%-ით გაძვირდა ბენზინი, ხოლო დიზელის საწვავი 48%-ით.