LIVE

"ბელარუსული სახლის" ხელმძღვანელი კიევში ჩამომხრჩვალი იპოვეს

03 აგვ 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1509
"ბელარუსული სახლის" ხელმძღვანელი კიევში ჩამომხრჩვალი იპოვეს
TADEUSZ GICZAN

“ბელარუსული სახლის” ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი კიევში, პარკში ჩამომხრჩვალი იპოვესმას შემდეგ, რაც სავარჯიშოდ გასული სახლში აღარ დაბრუნდა.

კიევის პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. განიხილება როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობის ვერსია. 

ვიტალი შიშოვი ბელარუსიდან გამოქცეულ პირებს უკრაინაში საცხოვრებელი ადგილისა და სამსახურის შოვნაში ეხმარებოდა. 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ, ბელარუსი არაერთმა ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა.