LIVE

საამიროებში Sinopharm-ით 3 წლის ასაკიდან აცრიან

03 აგვ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1598
საამიროებში Sinopharm-ით 3 წლის ასაკიდან აცრიან

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა Sinopharm-ის ვაქცინას 3 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.  

ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM იუწყება, რომ 3-დან 17 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანამ კლინიკური კვლევებისა და ადგილობრივი შეფასების საფუძველზე მიიღო. 

ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ჯერჯერობით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია დაშვებული.

საამიროები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოწინავე ქვეყანაა. 10-მილიონიან ერში 16.8 მილიონი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს დამტკიცებული აქვს Moderna-ს, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები, თუმცა იმუნიზაციის კამპანია ძირითადად ემყარება Sinopharm-ის ვაქცინას, რომელიც ადგილობრივად იწარმოება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აბას ალ ლოვატი