LIVE

გადაყრილი ფული - როგორ აფასებენ მეღვინეები სუბსიდირებას

02 აგვ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 829
გადაყრილი ფული - როგორ აფასებენ მეღვინეები სუბსიდირებას

კომპანია „ღვინის ქურდებში“ რთველის სუბსიდირება გაუმართლებლად მიაჩიათ.

„ეს არის კატასტროფა, გადაყრილი ფული და დათვური სამსახური, რომელიც იმ ხალხსაც ვერ აძლიერებს ვისაც ამ თანხას უხდიან“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ზაზა ასათიანმა.

რთველის სუბსიდირებას უარყოფითად აფასებს, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილიც. მისთვის გაუგებარია რატომ უხდის ისედაც მილიონერ ქარხნებს სახელწიფო მილიონებს და მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ახალისებს კორუფციას. ბარისაშვილის მოსაზრებით, გაურკვეველი ხარისხის ყურძენში, რომლისგანაც დიდი ალბათობით  გაურკვეველი ხარისხის ღვინო მზადდება, გაუმართლებელია მილიონების გადახდა.

შეგახსენებთ, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, რთველის სუბსიდირება წელსაც იგეგმება და ერთი კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძნის მინიმალური ფასი 90 თეთრი იქნება, საიდანაც 35 თეთრს ღვინის კომპანიები მიიღებენ. სუბსიდირებაზე ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს დახარჯავს.