LIVE

Pfizer-მა და Moderna-მ ევროკავშირს ვაქცინები გაუძვირა

02 აგვ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 934
Pfizer-მა და Moderna-მ ევროკავშირს ვაქცინები გაუძვირა
REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მ ევროკავშირს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გაუძვირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.  

ახალი კონტრაქტის მიხედვით, Pfizer-ის ერთი დოზის ფასი 15.50 ევროდან 19.50 ევრომდე გაიზარდა, Moderna-ს 1 დოზის ფასი კი 22.6$-ის ნაცვლად, 25.50$ იქნება.

ფასის ცვლილება ეხება 2.1 მილიარდ დოზას, რომელიც ევროკავშირს 2023 წლამდე უნდა მიეწოდოს.

გარიგების პირობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მე-3 ფაზის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კომპანიის ვაქცინები მათ კონკურენტებთან შედარებით ეფექტურია.

როგორც ცნობილია, საქართველომ Pfizer-სგან მილიონი დოზა შეიძინა, თუმცა საქართველოს მთავრობა და კომპანია ვაქცინის ფასს არ ასაჯაროებენ.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან დურისინი