LIVE

Tesla-ს გიგანტური ბატარეა მეოთხე დღეა იწვის

02 აგვ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 959
Tesla-ს გიგანტური ბატარეა მეოთხე დღეა იწვის

ავსტრალიაში ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს Tesla-ს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბატარეაზე ხანძარი გააკონტროლოს.

ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის კონტროლის ქვეშ. ხანძარი პარასკევს დილით, პირველადი ტესტირების დროს გაჩნდა.

”თავიდან ერთ ბატარეას გაუჩნდა ცეცხლი, შემდეგ გავრცელდა მეორე პაკეტზე, რომელიც ძალიან ახლოს იყო მასთან”,- განაცხადა CFA-ს სახანძრო სამსახურის უფროსმა თანაშემწემ იან ბესვიკემ. CFA-ს თანახმად, მიზეზი დაუდგენელია და შემთხვევა გამოძიებული იქნება მას შემდეგ, რაც ამის გაკეთება უსაფრთხოდ მიიჩნევა.

ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავების ზრდის ფონზე, ბატარეის შესანახ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა მზარდია. Tesla-ს ტექნოლოგია ავსტრალიის მასშტაბით რამდენიმე საზოგადოებრივად სასარგებლო პროექტშია გამოყენებული.

ავსტრალია ბატარეების ფართომასშტაბიანი განაწილების სათავეში მოიაზრება მას შემდეგ, რაც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა 2017 წელს Twitter-ზე პირობა დადო, რომ 100 დღის განმავლობაში დააყენებდა ბატარეას და ეს პირობა შეასრულა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ სტეფჟინსკი