LIVE

თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

02 აგვ 202113:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
AFP/Getty Images

სამხრეთ თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency წერს. მათგან 7 ადამიანი ქალაქ მანავგატში, ერთი კი - მარმარისში დაიღუპა. 

სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, ბექირ პაკდემირლის განცხადებით, თურქეთის 35 პროვინციაში აღრიცხული 129 ხანძრიდან 122 კონტროლს ექვემდებარება. 

ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია 16 თვითმფრინავი, 9 დრონი, 45 ვერტმფრენი, ასევე, დამატებითი დანიშნულების ვერტმფრენები და 800-ზე მეტი სახანძრო მანქანა. 

თურქეთის კურორტებზე ხანძრებს მე-6 დღეა ებრძვიანხანძრის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია