LIVE

ბრაზილიაში მოსულმა თოვლმა ყავისა და შაქრის ფასი გაზარდა

31 ივლ 202122:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1151
ბრაზილიაში მოსულმა თოვლმა ყავისა და შაქრის ფასი გაზარდა

ხუთშაბათს ბრაზილიაში ტემპერატურა რეკორდულად დაეცა - ზოგიერთ ადგილას ღამით თოვლი წამოვიდა. მანქანები, ქუჩები და გზატკეცილები ყინულით იყო დაფარული.

პოლარული ჰაერის მასა საფრთხეს უქმნის ყავის, შაქრის ლერწამისა და ფორთოხლის კულტურებს და უკვე გამოიწვია საერთაშორისო ფასების ზრდა.

რიო გრანდე დო სულის 40-ზე მეტი ქალაქი ყინულმა დაფარა და სულ მცირე 33 მუნიციპალიტეტში მოთოვა, იუწყება მეტეოროლოგიური კომპანია Somar Meteorologia.