LIVE

ვატიკანმა 2020 წელი 66.3 მილიონი ევროს დეფიციტით დაასრულა

01 აგვ 202117:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 558
ვატიკანმა 2020 წელი 66.3 მილიონი ევროს დეფიციტით დაასრულა
Bloomberg

ვატიკანმა 2020 წელი 66.3 მილიონი ევროს დეფიციტით დაასრულა, რაც პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგია და უფრო დაბალიც კი, ვიდრე 2019 წლის დეფიციტი.

ვატიკანის ეკონომიკის მინისტრმა, მეუფე ხუან ანტონიო გერერო ალვეშმა შედეგის მიზეზად დაბალი ხარჯები და მოსალოდნელზე რბილი შემოსავლების კლება დაასახელა.

ვატიკანის პროგნოზი დეფიციტისთვის 68 მილიონი ევროდან 146 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ის ასევე უფრო დაბალი აღმოჩნდა ვიდრე 2019 წელს დაფიქსირებული 79.2 მილიონი ევროს დეფიციტი.

გერერომ აღნიშნა, რომ ვატიკანმა შეამცირა ხარჯები პანდემიის ფონზე, აქცენტი გააკეთა ისეთ აუცილებელ საჭიროებებზე, როგორიცაა ხელფასები, დახმარება ეკლესიებისთვის და ღარიბებისთვის. ფულის დაზოგვის მიზნით, ვატიკანმა მოგზაურობისა და ღონისძიებების ხარჯები სამი მეოთხედით შეამცირა, გადადო საექსპლუატაციო ხარჯები და შეამცირა საკონსულტაციო მომსახურება.

რაც შეეხება შემოსავლებს, ვატიკანისთვის ის მხოლოდ 5%-ით დაბალია, ვიდრე პრე-პანდემიური პროგნოზი 269 მილიონი ევრო იყო. შემოწირულობები ოდნავ გაიზარდა 56,2 მილიონ ევრომდე.

ამასთან, როგორც forbes-ი წერს, ვატიკანი ფლობს 5 000-ზე მეტ ქონებას მსოფლიოს მასშტაბით, სადაც მოიაზრება ეკლესიები და საინვესტიციო ქონება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია