Pfizer-ითა და AstraZeneca-ს ვაქცინებით აცრილ პაციენტებს სისხლის შედედება “ერთი და იგივე” სიჩქარით განუვითარდათ.
სამედიცინო ჟურნალში Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში 1,372,213 ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს გაცილებით მეტი ალბათობა ჰქონდათ სისხლის შედედების განვითარების, ვიდრე მათ, ვინც AstraZeneca-ს ან Pfizer-ის ვაქცინა მიიღო.
აპრილში, ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) განაცხადა, რომ არსებობს “შესაძლო კავშირი” ვაქცინასა და “უჩვეულო სისხლის შედედების ძალიან იშვიათი შემთხვევებს” შორის. მისი აღმოჩენის შემდეგ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დააწესა შეზღუდვები ვაქცინის გამოყენებაზე.
ბარსელონაში დაფუძნებული IDIAP Jordi Gol Institute-ის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ვენური თრომბოემბოლიის (VTE) შემთხვევა - ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის ემბოლიის კომბინაცია - დაახლოებით 1.3 -ჯერ მეტი იყო ადამიანებში, რომლებიც აიცრნენ AstraZeneca-ს ან Pfizer-ის ვაქცინით, ვიდრე მათ შორის, ვინც არ არის აცრილი. EMA-ს მიერ დაფინანსებულმა კვლევამ აჩვენა, რომ VTE-ს მაჩვენებლები რვაჯერ მეტი იყო იმ ადამიანებში, ვინც ინფიცირებულნი იყვნენ COVID-19-ით.
ღრმა ვენის თრომბოზი არის მდგომარეობა, როდესაც სხეულის ღრმა ვენებში თრომბები წარმოიქმნება, როგორც წესი, მკლავებში, ფეხებში ან საზარდულში. ფილტვის ემბოლია (PE) ხდება მაშინ, როდესაც DVT-ით წარმოქმნილი თრომბი გათავისუფლდება და სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით ფილტვებში გადაიტანება, სადაც ის ბლოკავს სისხლის მიწოდებას გარკვეულ ან მთლიან ნაწილში. PE ხშირად შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ არტერიული სისხლის შედედების მაჩვენებლები ორივე ვაქცინის მიმღებთათვის მსგავსი იყო.
თრომბოციტოპენიის ან სისხლში თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალი იყო მათთვის, ვინც მიიღო Pfizer-ის პირველი და მეორე დოზა და მსგავსია მოსალოდნელი დონისა, ვინც მიიღო AstraZeneca-ს დოზა.