LIVE

E-Space ელექტრომობილის დამტენის მფლობელებს საკუთარ ქსელში ჩართვას სთავაზობს

29 ივლ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1128
E-Space ელექტრომობილის დამტენის მფლობელებს საკუთარ ქსელში ჩართვას სთავაზობს

E-Space ე.წ. ჭკვიანი დამტენის მფლობელებს საკუთარ ქსელში ჩართვას სთავაზობს, რომლის საშუალებითაც მათ ტარიფის დაწესება და შემოსავლის მიღება შეეძლებათ.

როგორც კომპანიაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, უკვე ჰყავთ პირველი ბენეფიციარიც.

„პროდუქტი ამოქმედდა მაისიდან, ხოლო ივნისიდან უკვე გვყავს პირველი ბენეფიციარი, რომელმაც რამდენიმე დამტენი ჩართო ქსელში და შესაბამისად, დაემატა ჩვენს აპლიკაციაშიც. ეს დამტენები განსხვავებული სიმბოლიკით არის აპლიკაციაში ასახული. რამდენიმე კომპანიასთან უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები და წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩაერთვებიან ქსელში“,-განაცხადა კომპანიის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით იოსავამ.

პირველი საჯარო დამტენი კომპანიამ 2016 წელს დაამონტაჟა, მაშინ როცა საქართველოში სულ 10 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული. ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში 2600-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული.