გლობალურ ავიაკომპანიების მნიშვნელოვანი აღდგენა მოულოდნელად აძლიერებს ბაზრის ერთ სპეციფიკურ ნაწილს: მოთხოვნას თვითმფრინავების საღებავზე. რადგან ახალი თვითმფრინავების წარმოება იზრდება და პანდემიის ფონზე ოპერატორები ძველებს ცვლიან, საღებავებზე მოთხოვნა სწრაფი ტემპით ბრუნდება.
Akzo Nobel-ის გაყიდვები, რომელიც თვითმფრინავების საღებავების ყველაზე დიდი მომწოდებელი მსოფლიოში, მეორე კვარტალში პრე-პამდემიურ დონეს უკვე დაუბრუნდა.
ამასთან, ყოველ ჯერზე, როდესაც თვითმფრინავი იცვლის მფლობელს, ხელახლა შეღებვა სჭირდება. საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IBA-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების გაყიდვები გასული წლის შემდეგ მკვეთრად დაეცა, ახალი გადამზიდები კვლავ იქმნება. ახალი მოთამაშეები იჯარით აღებულ თვითმფრინავებს იძენენ კომპანიებისგან, რომლებიც არ იბრძვიან გადარჩენისთვის ან სხვა მიზეზის გამო ამცირებენ ფლოტს.
IBA-ს მონაცემებით, იანვრის შემდეგ, ავიაკომპანიებმა 790 თვითმფრინავი დაუბრუნეს გამქირავებლებს, ხოლო მყიდველებამდე 609 ახალი და მეორადი თვითმფრინავი მივიდა.
Akzo Nobel-ის მეტოქე PPG Industries ასევე იტყობინება, რომ მეორე კვარტალში საჰაერო ინდუსტრიის გაყიდვების მოცულობა გაიზარდა, ვინაიდან საქმიანობა აღდგენას იწყებს. აშშ-ს კომპანიამ განაცხადა, რომ მეორე ნახევარში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ფონზე, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოელის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარა პატელი