LIVE

წიგნი პუტინზე - რუსი მილიარდერების ბრძოლა ბრიტანელი მწერლის წინააღმდეგ

28 ივლ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1096
წიგნი პუტინზე - რუსი მილიარდერების ბრძოლა ბრიტანელი მწერლის წინააღმდეგ
REUTERS/Eddie Keogh

ინგლისის უმაღლესი სასამართლო ოთხი რუსი მილიარდერის ადვოკატების, მათ შორის ჩელსის საფეხბურთო კლუბისა და სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის მფლობელის არგუმენტების მოსმენას იწყებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ წიგნის გამო, რომელიც, მათი თქმით, მათთვის შეურაცხმყოფელია.

2020 წელს გამოცემულ წიგნში, ბრიტანელი ჟურნალისტი კეტრინ ბელტონი საუბრობს პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის ისტორიის შესახებ და აღწერს, რამდენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯაშუშური თანამშრომელი გახდა მდიდარი და გავლენიანი, თანამდებობის პირი მას შემდეგ, რაც პუტინი კრემლის სათავეში მოვიდა. 

ბიზნესმენთა ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ცილისმწამებლურია ფრაზები წიგნიდან ”პუტინის ხალხი: როგორ დაიბრუნა KGB-მ რუსეთი და შემდეგ დასავლეთი”. აბრამოვიჩი უჩივის როგორც HarperCollins-ს, ასევე ბელტონს.

HarperCollins-მა თქვა, რომ “მტკიცედ დაიცავს ამ აღიარებულ და ნოვატორ წიგნს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტერესის საკითხებზე მოხსენების უფლებას”.

ბელტონმა, Financial Times-ის ყოფილმა კორესპონდენტმა და ახლა Reuters-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

რომან აბრამოვიჩმა აღნიშნა, რომ “წიგნში მოცემული ყალბი ბრალდებები” აზიანებს არა მხოლოდ მის რეპუტაციას, არამედ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" საქმიანობას. 

Rosneft-ი, რუსეთის უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი, ასევე უჩივის როგორც HarperCollins-ს, ისე კეტრინ ბოლტონს ცილისწამებისთვის. 

ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი HarperCollins-ს უჩივის ცილისწამებისა და მონაცემთა დაცვის გამო.