LIVE

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინირებულებს ნიღბის ტარებას ურჩევს

28 ივლ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინირებულებს ნიღბის ტარებას ურჩევს
Bloomberg

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, რაც სწრაფად გავრცელებადი დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, აშშ-ს ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სრულად აცრილი ადამიანებიც უნდა დაუბრუნდნენ ნიღბების ტარებას შიდა სივრცეებში, იმ ადგილებში, სადაც ინფექციების გავრცელება იზრდება.

როდესაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) მაისში განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს აღარ ექნებოდათ ნიღბის ტარების ვალდებულება უმეტეს სიტუაციებში, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა პანდემიასთან ბრძოლაში.

თუმცა, ამის შემდეგ, დელტა ვარიანტის სწრაფმა ზრდამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილება ნაადრევი იყო. დელტამ და ვირუსის სხვა მუტაციებმა გამოავლინეს, რომ მათ ვაქცინებისგან დაცვის გვერდის ავლა და ადაპტირება შეუძლიათ.

CDC-მა ასევე შეაგროვა მონაცემები, რომელიც ამტკიცებს, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ზოგიერთ ვაქცინირებულს სხვისთვის ვირუსის გადაცემა შეუძლია.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ს ოლქების 46% განიცდის საზოგადოებრივი გადაცემის მაღალ დონეს, ხოლო 17% გადაცემის მნიშვნელოვან დონეს აღწევს.

შტატების დონეზე, 21-ს აქვს გადაცემის მაღალი დონე, ხოლო თვრამეტ შტატში გადაცემის საყურადღებო დონე აღინიშნება, მათ შორის არიან კალიფორნია, ნიუ მექსიკო და ნიუ-იორკი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფიონა რუსერფორდი