LIVE

Mastercard-ი კრიპტო სტარტაპებთან მუშაობას იწყებს

01 აგვ 202111:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 833
Mastercard-ი კრიპტო სტარტაპებთან მუშაობას იწყებს
Bloomberg

Mastercard-ი ცდილობს მომხმარებლებს კრიპტოვალუტების ყიდვა, დახარჯვა და ფლობა გაუადვილოს.

ახალ კრიპტო და ციფრულ აქტივობებზე ორიენტირებული სტარტაპები შეძლებენ შეუერთდნენ Mastercard-ის Start Path პროგრამას, რომელიც ახალ კომპანიებს აღმასრულებლებთან და ტექნოლოგიების ქსელთან წვდომას სთავაზობს, რაც მათ ზრდას შეუწყობს ხელს. ამ დროისთვის შვიდი კრიპტოზე ორიენტირებული სტარტაპი შეუერთდა პროგრამას, მათ შორის Uphold-ი და Domain Money, რომლებიც ციფრული აქტივების საინვესტიციო პლატფორმებს ქმნიან.

”ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია გადამწყვეტი როლი შევასრულოთ ციფრული აქტივების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ჩამოყალიბებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებას”,- განაცხადა ჯეს ტერნერმა, Mastercard-ის ციფრული ინფრასტრუქტურისა და fintech-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

სხვა საგადახდო გიგანტები, მათ შორის Visa და PayPal-ი ასევე ცდილობენ ისარგებლონ კრიპტოვალუტების ბუმით. Visa-მ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბარათების მფლობელებმა $1 მილიარდზე მეტი დახარჯეს კრიპტოსთან დაკავშირებული ბარათებიდან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენი სურეინი