LIVE

Tesla-მ მეორე კვარტალში $1 მილიარდის წმინდა შემოსავალი მიიღო

27 ივლ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1043
Tesla-მ მეორე კვარტალში $1 მილიარდის წმინდა შემოსავალი მიიღო
Bloomberg

Tesla-მ მეორე კვარტალში უკეთესი მოგება დააფიქსირა, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ელექტრომანქანების გაყიდვებმა $1 მილიარდ წმინდა შემოსავალს მიაღწია, რაც 18 წლის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

გასული წლის პანდემიური დახურვებიდან ავტომობილების გაყიდვების აღდგენის შემდეგ, კომპანიის მოგება გასამმაგდა და აქციაზე $1,45-მდე მიაღწია. ამან გადააჭარბა ანალიტიკოსთა შეფასების საშუალო 97 ცენტს. Tesla-მ ზედიზედ მერვე მომგებიანი კვარტალი აღნიშნა.

Model Y და Model 3 სედანის გაყიდვების მზარდი საოპერაციო შემოსავალი ოთხჯერ გაზარდა. ეს ჩიპების ნაკლებობისა და პორტების გადატვირთვის ფონზე.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Tesla ჯერ კიდევ არის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი საბაზრო ღირებულებით, მისი აქციების ფასი წელს 6,8%-ით შემცირდა. ამის საპირისპიროდ, მისმა კონკურენტებმა, როგორიცაა General Motors-ი და Ford Motor-ი, ზრდა აჩვენეს. ეს კომპანიები აგრესიულად გადადიან Tesla-ს მიერ დომინირებულ ელექტრომობილების ბაზარზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დანა ჰოლი და გაბრიელ კოპოლა