LIVE

ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები 178%-ით გაიზარდა

26 ივლ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1096
ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები 178%-ით გაიზარდა

სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლით მიღებული შემოსავლები 178%-ით გაიზარდა.

ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ბიუჯეტმა მოსაკრებლის სახით სათამაშო ბიზნესიდან 31 მილიონი ლარი მიიღო. 2020  წლის შესაბამის პერიოდში, აღნიშნული მაჩვენებელი 11,2 მილიონს არ აღემატებოდა. წელს მოსაკრებლის სახით სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული თანხის 51% (16.5 მლნ) სათამაშო აპარატებზე მოდის.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები 25%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის ექვს თვეში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 91,4 მილიონი ლარი შევიდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 71.8 მილიონს არ აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დარიცხული სანქციების, საურავების და ჯარიმების დიდი ნაწილი, კერძოდ 74.1 მილიონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოდის.