LIVE

პირველად ევროპაში პაციენტს სრულად ხელოვნური გული გადაუნერგეს

24 ივლ 202117:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 2882
პირველად ევროპაში პაციენტს სრულად ხელოვნური გული გადაუნერგეს

პირველად ევროპაში, იტალიის ქალაქ ნეაპოლში, პაციენტს სრულად ხელოვნური გული გადაუნერგეს. ბიოპროტეზირების გული, რომელიც ფრანგული კომპანიის, Carmat-ის მიერ შეიქმნა, უკვე გადანერგილია პაციენტებში შეერთებულ შტატებში კლინიკური კვლევის პირობებში, მაგრამ ეს ოპერაცია პროდუქტის პირველ კომერციულ გაყიდვა და გამოყენება იყო.

მოწყობილობა დამზადებულია ბიოლოგიური და სინთეზური მასალების კომბინაციისგან და პირველად 2008 წელს შეიქმნა.

ნეაპოლში, Azienda Ospedaliera dei Colli-ში, კარდიოქირურგიის განყოფილების დირექტორის, მარიზა დე ფეოს თქმით, “ფაქტი, რომ გულს აქვს ბიოლოგიური სარქველები, ნიშნავს, რომ არ არის საჭირო დეკოაგულაცია, რაც ამცირებს თრომბოზისა და ჰემორაგიის რისკს”.