LIVE

ლეს ვექსნერი Victoria's Secret-ის მფლობელ L Brands-თან კავშირს წყვეტს

23 ივლ 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 807
ლეს ვექსნერი Victoria's Secret-ის მფლობელ L Brands-თან კავშირს წყვეტს
Bloomberg

ლეს ვექსნერმა, რომელმაც ნასესხები $5 000-ით მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მოდის საცალო მოვაჭრე L Brands-ი შემნა, Victoria's Secret-ის და Bath & Body Works-ის მფლობელ კომპანიასთან თითქმის სრულად გაწყვიტა ურთიერთობა.

მარეგულირებლის დოკუმენტების თანახმად, ვექსნერმა L Brands-ის დაახლოებით $2.2 მილიარდის წილი გაყიდა, რაც მიმდინარე წელს მის მთლიან გაყიდვებს დაახლოებით $2.7 მილიარდამდე ზრდის და კომპანიის მხოლოდ 2%-იანი წილით ტოვებს. Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, ვექსნერის წმინდა ქონება დაახლოებით $10 მილიარდია. L Brands-ი ახლა მისი სიმდიდრის მხოლოდ მცირედ ნაწილს შეადგენს.

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ეს არის ყველაზე დიდი წილი, რომელიც ვექსნერს ერთი წლის განმავლობაში გაუყიდია. როგორც ჩანს, ოჰაიოელი მილიარდერი დისტანცირებას ცდილობს ახალი, ძალიან განსხვავებული კომპანიის კონცეფციისგან, ვიდრე ეს მისი თავდაპირველი აღმასვლის პერიოდში იყო.

წლების განმავლობაში, L Brands-ი შედგებოდა რამდენიმე სხვადასხვა საცალო მოვაჭრისგან, მათ შორის იყვნენ The Limited, Express, Lane Bryant და Abercrombie & Fitch.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სოფი ალექსანდერი და ბენჯამინ სტაფლსი