LIVE

Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

22 ივლ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 676
Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია
REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის ორი დოზა თითქმის ისეთივე ეფექტურია ძლიერ გადამდები დელტა ვარიანტის მიმართ, როგორც წინა დომინანტური ალფა ვარიანტის წინააღმდეგ. 

ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების თქმით, ვაქცინები ეფექტურია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოში დომინანტური შტამია, თუმცა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაქცინების ერთი დოზა საკმარისი არ არის მაღალი დაცვის გამომუშავებისთვის. 

კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზის ეფექტურობა 36%-ია, ხოლო AstraZeneca-ს ერთი დოზის - 30%. Pfizer-ის ორი დოზა 88%-ით ეფექტურია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, ხოლო ალფა ვარიანტის წინააღმდეგ - 93,7%-ით. AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზა 67%-ით ეფექტურია დელტა ვარიანტის მიმართ, ხოლო ალფა ვარიანტის მიმართ - 74,5%-ით.

“ვაქცინის ეფექტურობაში მხოლოდ მცირე განსხვავებებია ალფა და დელტა ვარიანტებს შორის ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ”,- აღნიშნავენ ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარები.

Pfizer-ის ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის სიმპტომების მიმართ, თუმცა ისრაელის შეფასებით, სერიოზული დაავადებებისგან დაცვა კვლავ მაღალია.