LIVE

Louis Vuitton-ის მფლობელმა LVMH-მა Off-White-ის 60%-იან წილი იყიდა

27 ივლ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1207
Louis Vuitton-ის მფლობელმა LVMH-მა Off-White-ის 60%-იან წილი იყიდა
Bloomberg

ფრანგული კომპანია LVMH, რომელიც Louis Vuitton-ის ბრენდს ფლობს, დიზაინერ ვირჯილ აბლოჰს ახალი ბრენდების შექმნისა და ახალ ბიზნეს სეგმენტებში გადასვლის ამოცანას ანდობს. LVMH-ის ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ფუფუნების კონგლომერატის სურვილს, მოიზიდოს უფრო ახალგაზრდა, მრავალფეროვანი მომხმარებლები.

ხელშეკრულების ფარგლებში, LVMH აბლოჰის ქუჩის სტილის ბრენდის Off-White-ის 60%-იან წილს დაუდგენელ ფასად შეიძენს. ფრანგული კომპანიის განცხადებით, გაფართოებული როლის გარდა, აბლოჰი ასევე დარჩება Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის შემოქმედებით დირექტორის პოზიციაზე.

LVMH-ის დამფუძნებელი ბერნარ არნო ცდილობს, გააერთიანოს იმპერიის სხვადასხვა ნაწილები. კომპანიამ ცოტა ხნის წინ Jay-Z-ის შამპანურის Armand de Brignac-ის 50%-იანი წილი შეიძინა და ასევე ემზადება პარიზში Cheval Blanc-ის სასტუმროს სექტემბრის გახსნისთვის. კერძო კაპიტალის ფონდის L Catterton-ის საშუალებით, რომელსაც არნოს უჭერს მხარს, მილიარდერმა ასევე გააკეთა ისეთი მნიშვნელოვანი შესყიდვები, როგორიცაა გერმანული სანდლების მწარმოებელი Birkenstock-ი, რომელიც 4 მილიარდი ევრო დაუჯდა.

ეს ნაბიჯი არნოს Dior-ისა და Louis Vuitton-ის უფრო ტრადიციულ კლასიკას აშორებს, რამაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახადა. ახალი ბიზნესების შეძენას LVMH-ის მოდისა და ტყავის ნაწარმის განყოფილება აბალანსებს, რომელსაც ჯგუფისთვის ჯამში მოგების 60%-ზე მეტი მოაქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჯელინა რასკუეტი