LIVE

Bosch-მა შესაძლოა, მიუნხენის ქარხანა დახუროს

24 ივლ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 869
Bosch-მა შესაძლოა, მიუნხენის ქარხანა დახუროს
Bloomberg

Bosch-ი მიუნხენის ქარხნის დახურვას განიხილავს, რომელიც შიდა წვის ძრავების მანქანებისთვის კომპონენტებს აწარმოებს.

კომპანიის სპიკერის მიხედვით, გერმანიის ელექტრომობილებზე გადასვლის ტრანზიცია მნიშვნელოვან ჭარბ წარმოებას გამოიწვევს, რაც კორექტირების საჭიროებას.

ქარხნის პროდუქტებზე მოთხოვნა, რომელიც საწვავის ელექტრო ტუმბოებსა და ინჟექტორულ სარქველებს მოიცავს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში შემცირდება, რაც ქარხნის კონკურენტუნარიანობას შეასუსტებს, ნათქვამია Merkur-ის მიერ ციტირებულ შიდა დოკუმენტში.

Bosch-ის ეს ნაბიჯი არის სიგნალი, თუ როგორ ახდენს ელექტრომობილებზე გადასვლის მცდელობა გერმანიის ინდუსტრიის ფორმირებას. ევროპის უდიდესი ეკონომიკა 2030 წლისთვის გზებზე 14 მილიონი ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანას ელის. მთავრობის პროგნოზი წინა შეფასებაზე სულ მცირე 40%-ით მეტია, ბოლო პერიოდში ელექტრომობილების გაყიდვების განსაკუთრებული ზრდის გამო.

გასულ კვირას, ევროკავშირმა გამოაქვეყნა 2030 წლის გეგმა კლიმატის უფრო მკაცრი თარგეთების მისაღწევად, რომელიც საუკუნის შუა პერიოდისთვის გზებზე გამონაბოლქვის სრულად აღმოფხვრას გულისხმობს. ბლოკის გათვლით, ახალი მანქანებისგან ემისიები 2030 წლიდან 55%-ით შემცირდება, ხოლო 2035 წლიდან ნულოვანი გახდება.

ეს პოლიტიკა გააძლიერებს მოთხოვნას ელექტრო მოდელებზე, რისთვისაც ავტომწარმოებლები ემზადებიან. Volkswagen-ი, რეგიონის უმსხვილესი მწარმოებელი, 2030 წლიდან გაყიდვების 70%-ზე მეტს ელექტრო მოდელებისგან ელოდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვანესა დეზემი