LIVE

არიანა გრანდე მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპ ვარსკლვლავია

05 იან 202102:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 724
არიანა გრანდე მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპ ვარსკლვლავია
Kevork Djansezian

არიანა გრანდე ახლი სტრიმინგ თაობის პირველი პოპ დივაა, რომელსაც 5 ლიდერი ალბომი აქვს Billboard-ის ჩარტებში.

მისი უკანასკნელი ალბომი "Positions" ნოემბრის ყველაზე გაყიდვადი ალბომი იყო. გასულ თვეში, გრანდეს სიმღერებმა Spotify–ზე 493 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა, რაც მის ძველ შედეგებს აორმაგებს. 

გრანდემ  სადებიუტო ალბომი "Yours Truly" 2013 წელს გამოუშვა.  მეოთხე ალბომმა კი, "Sweetener", ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი გახადა თანამედროვე მუსიკაში. ამ ალბომიდან ცხრა სხვადასხვა სიმღერა მოხვდა Billboard's Hot 100 სიაში.

2019 წელს მისმა შემდგომმა ალბომმა, ”thank u, next,”, Spotify– ზე რეკორდები დაამყარა. გრანდე გახდა პირველი სოლო აქტი Billboard Hot 100 ჩარტის ტოპ სამეულში. 

”არიანა არ არის მხოლოდ ძლიერი შემსრულებელი, მან იცის მისი ხმა, აუდიტორია და არასდროს სწირავს მის ავთენტურაბას ” - ამბობს სკუტერ ბრაუნი, SB Projects- ის დამფუძნებელი, რომელიც გრანდეს წარმოადგენს, ჯასტინ ბიბერთან და დემი ლოვატოსთან ერთად. ”ამიტომ ის აგრძელებს რეკორდების მოხსნას და ყოველი ახალი ალბომით ჩარტების სათავეში ყოფნას”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი ლუკას შოუ