LIVE

მოსაზრება: ჩინეთი პოსტ-პანდემიურ აღდგენაში პირველი ბზარია

18 ივლ 202120:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1288
მოსაზრება: ჩინეთი პოსტ-პანდემიურ აღდგენაში პირველი ბზარია
Bloomberg

ჩინეთის ბაზარი Covid-19-ისგან ეკონომიკური აღდგენის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა, რომელმაც გასულ წელს ზრდა დააფიქსირა, ახლა ნაბიჯებს დგამს მონეტარული პოლიტიკის შესამსუბუქებლად - სწორედ მაშინ, როდესაც ფედერალური რეზერვი აქტივების შესყიდვის საფუძვლის შექმნას იწყებს.

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანმა შენელებამ შესაძლოა სხვა კომერციული ძალების გლობალური აღმავლობაც შეაჩეროს და აჩვენოს მათ, თუ რამდენად ძნელია ეკონომიკური სტიმულის არსებითად მოხსნა.

ჩინეთის სახალხო ბანკმა ბანკების უმეტესობისთვის სარეზერვო მოთხოვნა ნახევარი პროცენტული პუნქტით შეამცირა. ეს ნაბიჯი ეკონომისტებისთვის მოულოდნელად სწრაფი აღმოჩნდა. 

PBOC-ის ცვლილება სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ჩინეთი თვეების განმავლობაში ამტკიცებდა იდეას, რომ გაზრდის საპირისპიროდ ეკონომიკური სტიმულის შემცირება შეეძლო. პანდემიური შოკის უმძიმესი მდგომარეობის უკან მოტოვებით, პოლიტიკოსებს შეეძლოთ დაუბრუნებოდნენ ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს Covid-19- ის დარტყმამდე: ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას და ფირმების მხრიდან ზედმეტი სესხის აღების წინააღმდეგ ბრძოლას.

პეკინი ახლა მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს გაკვეთილს უტარებს, რა ხდება, დიდი პოსტ-Covid-ური ეკონომიკური ნახტომის შემდეგ. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა რეკორდული 18.3%-დან შემცირება ყოველთვის მოსალოდნელი იყო. თუმცა ეკონომიკის შენელების სავარაუდო მასშტაბი და ამასთან საქონელზე და ქარხნულ წარმოებაზე გაზრდილი ფასები ინვესტორების ყურადღებას იპრობს. შიში, რომ ჩინეთი შემცირების ტემპით ლიდერობს, აშშ-ს სახაზინო შემოსავალზეც აისახება.

ეკონომისტების პროგნოზით, მაშინაც კი, თუ ჩინეთის მშპ მეორე კვარტალში დაახლოებით 8%-იან ზრდას მოახერხებს, ძირითადი ტენდენციები მაინც შემაშფოთებელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ მოსი