მილიარდერი ოლიგარქი ფარჰად ახმედოვი თანახმაა, ყოფილ ცოლს $186 მილიონი ნაღდი ფულით და ხელოვნების ნიმუშებით გადაუხადოს. ამ შედეგით დასრულდა ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე მასშტაბური განქორწინება, რაც კი ოდესმე განუხილავს ბრიტანულ სასამართლოს.
გარიგების თანახმად, მილიარდერი ბიზნესმენი შეინარჩუნებს 115 მეტრიან სუპერ-იახტას, Luna-ს.
მას შემდეგ, რაც 2016 წელს მოსამართლემ ფარჰადის აქტივების 41% ყოფილ ცოლს მიაკუთვნა, ჩნდება კითხვა, თუ როგორ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
აზერბაიჯანში დაბადებული ახმედოვი 2012 წელს 1.4 მილიარდი დოლარის მფლობელი გახდა რუსულ გაზის კომპანიაში საკუთარი წილის გასხვისების შედეგად, მაგრამ მილიარდერი უარს აცხადებდა განქორწინებისას ნებისმიერი თანხის გადახდაზე. სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და ბრიტანეთიდან რუსეთში დაბრუნდა.
მილიარდერი ახმედოვი და მისი ყოფილი ცოლი 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად 2014 წელს დაშორდნენ. სასამართლო დავა მას შემდეგ მიმადინარეობდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ბრაუნინგი