LIVE

შესაძლოა, ბრიტანეთში შეზღუდვები ისევ ამოქმედდეს

16 ივლ 202120:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1079
შესაძლოა, ბრიტანეთში შეზღუდვები ისევ ამოქმედდეს
Hollie Adams/Bloomberg

კოვიდრეგულაციების სრულად გაუქმებამდე 3 დღით ადრე, დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვების აღდგენის გეგმა გამოაქვეყნა. ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე, შესაძლოა, ქვეყანაში რეგულაციების საჭიროება ისევ დადგეს. 

დიდ ბრიტანეთში გუშინ Covid-19-ით ინფიცირების 48 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ერთ კვირაში საავადმყოფოებში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა 42,8%-ით გაიზარდა. დელტა ვარიანტით გამოწვეული ტალღა ამჟამად ბრიტანეთის ზოგიერთ დამსაქმებელს საკადრო პრობლემებს უქმნის.

უკანასკნელი მონაცემებით, 52 000 ადამიანი ინფიცირებული პირების კონტაქტია და მათ იზილაციის შესახებ მითითებები მიიღეს.

16 თვის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობა ორშაბათს ღამის კლუბებს გახსნის საშუალებას აძლევს. ქვეყანაში უქმდება დარჩენილი რეგულაციები, მათ შორის შეზღუდვები შიდა და გარე შეკრებებზე, მაღაზიებსა და მატარებლებში  ნიღბების ტარების მოთხოვნა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მორალესი