LIVE

ევროპაში შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება

24 ივლ 202119:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1008
ევროპაში შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება

კოვიდრეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ევროპაში შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება. 

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში კაკაოს გადამუშავება 14%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ამას Bloomberg-ი ვარაუდობდა. მეორე კვარტალში კაკაოს მოცულობამ ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდ მოცულობას მიაღწია. 

მსოფლიოში კაკაოს უდიდესი მომხმარებელი ევროპაა. მასზე გაზრდილი მოთხოვნა მიანიშნებს, რომ ხალხი ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება და კაკაოს მოხმარებაც იზრდება, რაც ხელს უწყობს მაღაზიების, რესტორნებისა თუ აეროპორტების ამუშავებას. 

კაკაოს გადამუშავების მაჩვენებლები აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც გაიზარდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ირინა ანგელი