LIVE

ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, ბილ გეიტსი - კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან

04 იან 202122:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 441
ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, ბილ გეიტსი - კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან

Bloomberg Billionaires Index მილიარდერების ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. პირველ სამეულს კვლავ ტექნოლოგიური გიგანტების ამერიკელი მფლობელები შეადგენენ. 

Amazon-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსი, გასული ერთი კვირის განმავლობაში 4 მილიარდით გაღარიბდა, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ 190 მილიარდი დოლარით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დარჩეს. მას მოსდევს ელონ მასკი, რომელიც 170 მილიარდის მფლობელია. მისი ქონება გასულ კვირას 9 მილიარდით გაიზარდა. მესამე ადგილზეა ბილ გეიტსი. Microsoft Corporation-ის დამფუძნებელი 132 მილიარდ დოლარს ფლობს. 

500 უმდიდრეს ადამიანს შორის 459-ზე ადგილზეა ერთადერთი მილიარდერი საქართველოდან - ბიძინა ივანიშვილი. 4 იანვრის მონაცემებით, მისი ქონება 5.67 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასულ კვირასთან შედარებით 20 მილიონით მეტია. ბიძინა ივანიშვილის ქონებამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს გასული წლის მარტში მიაღწია და 4.92 მილიარდი შეადგინა. ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი, 6.40 მილიარდი აშშ დოლარი, 2013 წელს იყო.