LIVE

კვერცხი 25%-ით გაძვირდა - მწარმოებლები ფასის ზრდას ისევ ელიან

13 ივლ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 652
კვერცხი 25%-ით გაძვირდა - მწარმოებლები ფასის ზრდას ისევ ელიან

საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში კვერცხი საქართველოში 25%-ით გაძვირდა. ლარის ბოლოდროინდელი გამყარების მიუხედავად, ადგილობრივი მწარმოებლები კვერცხის კიდევ უფრო გაძვირებას ელიან.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა,  დიდი ალბათობით, კვერცხის ფასი ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

„ყველა კომპონენტი (საკვები, ელექტროენერგია, საწვავი, შესაფუთი მასალა) რომელიც კვერცხის თვითღირებულებას განსაზღვრავს, გაძვირებულია და ეს ტენდენცია გრძელდება. ლარი ზედმეტად არაპროგნოზირებადი ვალუტაა და ბიზნესს საფასო პოლიტიკის მასზე მიბმა უჭირს. მხოლოდ, საკვები, რომელსაც კვერცხის ფასის ფორმირებაში 65% უჭირავს, 60%-ით გაძვირდა.

შესაბამისად, გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. კვერცხზე ფასი გაიზრდება, თუმცა, რამდენით, ამის თქმა ძნელია“,- აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში კვერცხის წარმოება თვითკმარია და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას 110-120%-ით აკმაყოფილებს.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 645 მილიონი კვერცხი აწარმოა.