LIVE

პროტესტის შემდეგ კუბაში Facebook-ი და WhatsApp-ი დაბლოკეს

13 ივლ 202112:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
პროტესტის შემდეგ კუბაში Facebook-ი და WhatsApp-ი დაბლოკეს
RFI

კუბამ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა, ათობით მომიტინგე პატიმრობაში რჩება. ხელისუფლებამ ამ გზით ბოლო წლებში ყველაზე დიდი დემონსტრაციების ჩახშობა სცადა.

ინტერნეტ-მონიტორინგის კომპანია NetBlocks-ის თანახმად, მკაცრად კონტროლირებად კომუნისტურ კუნძულზე ნაწილობრივ შეჩერებულია სოციალური მედიისა და შეტყობინებების ისეთი ვებ-გვერდები და აპლიკაციები, როგორებიცაა Facebook, Instagram, WhatsApp და Telegram.

დღესვე, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა სოციალური მედია უკმაყოფილების გაღვივებაში დაადანაშაულა, რომელმაც შაბათ-კვირას საპროტესტო აქციები გამოიწვია. 

კუბის მთავრობა “მეორე ლოყას არ მიუშვერს მათ, ვინც ინტერნეტით ან რეალურ სამყაროში თავს გვესხმის”, - დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.

უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს დემონსტრაციებზე, მაგრამ Cuba Decide-მა, დემოკრატიის მომხრე ჯგუფმა, გამოაქვეყნა 57 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული ან დაკარგული არიან. გაუჩინარებულთა შორის იყვნენ ხოსე დანიელ ფერერი და მისი ვაჟი, დისიდენტური ჯგუფის, კუბის პატრიოტული კავშირის, UNPACU-ს აქტივისტები.

ფასების ზრდისა და ძირითადი საქონლის დეფიციტის გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. საპროტესტო აქციები, რაც კუნძულზე იშვიათობას წარმოადგენს, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯიმ უისი და მეთიუ ბრისტოვი