LIVE

Turkish Airlines-ი სექტორის აღდგენის იმედით თანამშრომელთა ხელფასებს ზრდის

10 ივლ 202121:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1148
Turkish Airlines-ი სექტორის აღდგენის იმედით თანამშრომელთა ხელფასებს ზრდის
Nicolas Economou/NurPhoto via Getty Images

Turkish Airlines-მა თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა გადაწყვიტა, რადგან Covid-19-ის შეზღუდვების შემცირება ბევრ ქვეყანაში ავიაციის სწრაფი აღდგენის იმედს იძლევა.

ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლად გახსნილ საერთაშორისო მარშრუტებზე მომუშავე ადგილობრივ და უცხოელ პერსონალს ხელფასი ინფლაციასთან შედარებით სულ მცირე 10%-ით გაეზარდა.

Turkish Airlines-ი ერთ-ერთი პირველი მსხვილი საჰაერო გადამზიდავია. კომპანიის პირველი კვარტლის წმინდა მოგებამ $50.5 მილიონი, ანუ 438 მილიონი ლირა შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ქერიმ კარაკაია