LIVE

ქართული ღვინო ევროპაში 3-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე რუსეთში

09 ივლ 202119:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1474
ქართული ღვინო ევროპაში 3-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე რუსეთში

ევროპაში ქართული ღვინო დაახლოებით 3-ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე რუსეთში. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა, გიორგი ბარისაშვილმა განუცხადა, რუსეთში 1 ბოთლი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2-2.5 დოლარს არ აღემატება, ხოლო ევროპასა და აშშ-ში  6-7 დოლარია.

„ინდუსტრიული ღვინო საქართველოდან, ევროპის მაღაზიებში სამ საფასო სეგმენტში იყიდება. გააჩნია ღვინის მწარმოებელს, ანუ კომპანიას და თავად ღვინის დასახელებას. პირველი საფასო სეგმენტი არის 3-დან 5 ევრომდე. შემდეგ 5-დან 10 ევრომდე  და ბოლო საფასო სეგმენტია 10 ევრო და ზემოთ“,- აცხადებს ბარისაშვილი.

ბარისაშვილის გათვლებით, ევროპის ბაზარი იძლევა საშუალებას, რომ 1 ბოთლ ღვინოზე მოგება ყველა ხარჯის გამოკლებით 20-25 ლარი იყოს.  Wineindustryadviso-ის მონაცემებით 2020 წელს ერთი ბოთლი ქართული ღვინის ფასი აშშ-ში საშუალოდ 5.14 დოლარს შეადგენდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46.4 მლნ-მდე ბოთლი, 104 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაიყიდა.