ნავთობის ფასი ისევ იზრდება, ნიუ–იორკის ფიუჩერსებმა ბარელზე 49 დოლარს გადააჭარბა გასული კვირის 0.6%–იანი ზრდის შემდეგ. OPEC+ -მა ამ თვეში ბაზარზე დღეში 500,000 ბარელი დააბრუნა. თებერვლის წარმოების დონე ალიანსის შემდეგ შეხვედრაზე გადაწყდება.
ბოლო რამდენიმე სესიის განმავლობაში ამერიკული ნედლეულის ნიშნულის ფასი 1 ბარელზე 48 დოლარი იყო, ფასზე გავლენა ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებულმა ოპტიმიზმმა და დოლარის შესუსტებამ მოახდინა.
OPEC-ის წარმოება დეკემბერში 190,000 ბარელით გაიზარდა და დღეში 25,3 მილიონი ბარელი შეადგინა. ალიანსის პროგნოზით, ნედლ ნავთობზე მოთხოვნა დღეში 95,9 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, 2020 წლის 90 მილიონიდან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო