LIVE

WeChat-ი პლატფორმიდან LGBTQ ანგარიშებს შლის

08 ივლ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1202
WeChat-ი პლატფორმიდან LGBTQ ანგარიშებს შლის
GETTY IMAGES

Tencent-ის პოპულარულ WeChat პლატფორმაზე LGBTQ ანგარიშები წაიშალა. ათობით ანგარიშის წაშლა, რომლებიც ძირითად შემთხვევაში სტუდენტებს ეკუთვნოდათ, შინაარსზე კონტროლის გამკაცრების შიშს იწვევს.

გადაწყვეტილებამ ჩინეთის სოციალური მედია ორად გაყო. ცენზურამ LGBTQ საზოგადოების მხარდამჭერი ონლაინ ტალღა გამოიწვია. თუმცა, სხვები მიესალმნენ ამ ნაბიჯს და თქვეს, რომ “მათი გაჩუმების დროა”.

WeChat-ის დახურულ ანგარიშებზე ნაჩვენებია შეტყობინებები იმის შესახებ, რომ მათ “დაარღვიეს” ინტერნეტის მოხმარების წესები, თუმცა დამატებითი დეტალები მითითებული არ არის.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანგარიშების წაშლით “შეშფოთებულია”, რადგან ადამიანები “უბრალოდ გამოხატავდნენ მოსაზრებებს, იყენებდნენ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას”.

ჩინეთში ჰომოსექსუალობა 1997 წლიდან დეკრიმინალიზებულია, მაგრამ LGBTQ საზოგადოება კვლავ განიცდის დისკრიმინაციას. 11 წლის შემდეგ, გასულ წელს Pride კვირეული ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა.

2019 წელს ჩინეთის კინოთეატრებში გამოვიდა ოსკაროსანი, ფრედი მერკურის ბიოგრაფიული ფილმი “ბოჰემური რაფსოდია”, თუმცა სექსუალობასა და შიდსის დიაგნოზზე ცნობები ცენზურის ქვეშ მოექცა.