LIVE

ჩინეთი ბრიტანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა

07 ივლ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 536
ჩინეთი ბრიტანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა
Qilai Shen/Bloomberg

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი კექიანგი გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო ღრმა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მომხრეა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

“ჩინეთისა და გაერთიანებული სამეფოს სტაბილური ურთიერთობები ხელს შეუწყობს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკურ გაჯანსაღებას”,- განაცხადა ლიმ ბრიტანეთის ბიზნესის ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრაზე. მისი თქმით, ჩინეთი გააგრძელებს მსოფლიოსთვის ეკონომიკის გახსნას და ყველა ბაზრის სუბიექტს, მათ შორის უცხოურ კომპანიებს, თანაბრად მოექცევა.

პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ჩინეთი მზად არის გააღრმავოს კომუნიკაცია ვირუსთან ბრძოლის საკითხებზე. ის ასევე იმედოვნებს, რომ გაერთიანებული სამეფო უზრუნველყოფს სამართლიან და არადისკრიმინაციულ ბიზნეს გარემოს ჩინური კომპანიებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდა 30-ზე მეტი ბრიტანული კომპანიისა და ინსტიტუტის წარმომადგენელი, მათ შორის ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca, აქტივების მენეჯერი Schroders და ავტომობილების მწარმოებელი Jaguar Land Rover Automotive. შეხვედრა ჩინეთ-ბრიტანეთის ბიზნესსაბჭოს და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მიმდინარე წელს გაიზარდა. გაერთიანებული სამეფო აკრიტიკებს პეკინის მოქმედებებს ჰონგ-კონგსა და სინჯიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 

ჩინეთში ბრიტანული კომპანიების წარმომადგენლებმა პეკინს მოუწოდეს, დაეზუსტებინათ კიბერუსაფრთხოების რეგულაციები და ბიზნეს საქმიანობის გააქტიურების მიზნით, შეემსუბუქებინათ ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის შეზღუდვები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია