LIVE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა

07 ივლ 202117:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 2448

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. როგორც "ბიოლის" დამფუძნებელი, რუსუდან რამაზაშვილი აცხადებს, საწვავის ფასმა კიდევ 5-10 თეთრით მოიმატა და ფასების ზრდა უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.

"ვფიქრობ, მომდევნო კვირაში კიდევ 5 თეთრით მოგვიწევს გაძვირება. სავარაუდოდ, დიზელიც და ევრო რეგულარიც მოიმატებს. იმედი გვაქვს, რომ პრემიუმის ფასს ორი კვირა მაინც შევინარჩუნებთ",- აცხადებს რუსუდან რამაზაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

რაც შეეხება საწვავის გაძვირების მიზეზებს, ფასის მატებას ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები განაპირობებს. პანდემიის პარალელურად ეკონომიკების გახსნამ ნავთობის მოხმარების ზრდა გამოიწვია, თუმცა აღნიშნულს წარმოების ზრდა არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც OPEC+-მა შემცირებული წარმოების გაზრდის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწია, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 2018 წლის შემდეგ პირველად, $77-ს გადააჭარბა.